Aa
Aa

ახალი წინადადება მესის - სიტი არგენტინელს დაუკავშირდა

ბრიტანულ პრესაში ლიონელ მესის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ავტორიტეტული გამოცემა Sun წერს, რომ „მანჩესტერ სიტი“ არგენტინელ ფეხბურთელს დაუკავშირდა და განახლებული წინადადებით მიმართა.

ზაფხულში იწერებოდა, რომ „ქალაქელები“ „ლა პულგას“ 5-წლიან კონტრაქტსა და 600 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდნენ, ამჯერად კი „სიტის“ წინადადება ოდნავ მოკრძალებულია. Sun-ის ცნობით, „ქალაქელებმა“ მესის წარუდგინეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იგი 5 წლის განმავლობაში 430 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ბრიტანული გამოცემა ცვლილებებს მსოფლიოში არსებული ფინანსური კლიმატითა და მესის ასაკით ხსნის. ამასთან, მანჩესტერელები პოზიციას არ ცვლიან და სურთ, რომ არგენტინელმა შემტევმა 2 წელი „სიტიში“ გაატაროს და მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს, ხოლო დარჩენილი 2 წელი MLS-ში, City Football Group-ის მფლობელობაში მყოფ „ნიუ იორკ სიტიში“ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ გარდა მესის საკუთარ რიგებში ხილვით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება და „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელს, რივალდოს თუ დავუჯერებთ, ლეო კარიერას სწორედ „პარკ დე-პრენსზე“ განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები