ფორლანი:
Aa
Aa

ფორლანი: "ბარსამ სუარესი კრიტიკისა და სიძულვილის ობიექტად გამოიყენა"

„ატლეტიკოს“ ყოფილმა ფორვარდმა, ურუგვაელმა დიეგო ფორლანმა ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.

ფორლანმა აღნიშნა, რომ „ბარსელონამ“ „ელ პისტოლერო“ გამოიყენა და გუნდიდან არასაფეხბურთო მიზეზების გამო გაუშვა.

„თავისი „ბარსელონური“ კარიერის ბოლო მონაკვეთში სუარესი კლუბმა კრიტიკისა და სიძულვილის ობიექტად გამოიყენა.

ლუისი ხშირად კამათობს, თავისი სტილიდან გამომდიარე ის ბევრს არ მოსწონს, მათ შორის გუნდის ქომაგებსაც. როდესაც „ბარსა“ ტიტულებს ვეღარ იგებდა, ეს ვიღაცას უნდა დაბრალებოდა. მესი კი ეს ადამიანი ვერ იქნებოდა.

კლუბმა სუარესი გამოიყენა. კარიერის პიკში ის სეზონში 30-ზე მეტ გოლს იტანდა, ხალხი კი მისგან ყოველ წელს ამავეს ელოდა.

„ატლეტიკოში“ მისი კარგი თამაში არ მაკვირვებს, რადგან ლუისმა გასული სეზონიც მაღალ დონეზე ჩაატარა. „ბარსელონადან“ მისი გაშვება საფეხბურთო საკითხთან არაფერ შუაშია. ამაზე გავლენა უამრავმა ფაქტორმა იქონია, რაც სამწუხაროა“.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა ლა ლიგაში უკვე 16 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს. „ატლეტიკოს“ პირველ ადგილზე ყოფნმა დიდწილად სწორედ მისი გოლების დამსახურებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები