Aa
Aa

"აქ ლაპარაკისთვის არ ხარ, ეს შენი საქმე არ არის" - ტერ შტეგენის და "ბოლ ბოის" ინციდენტი

კოპა დელ რეიზე "სევილიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ერთ-ერთმა Youtube-ს არხმა ტერ შტეგენის და ე.წ. "ბოლ ბოის" ლაპარაკი გაშიფრა.

ბურთის მომწოდებელი ბიჭი ბარსას მეკარეს აღიზიანებდა და ისეთ საკითხებზე ესაუბრებოდა, რომელიც მისი საქმე არ არის. კონკრეტულად კი გერმანელმა კიპერმა ასეთი რამ უთხრა: "აქ ლაპარაკისთვის არ ხარ, ეს შენი საქმე არ არის. გამოიჩინე უფრო მეტი პატივისცემა და ნუ ითხოვ მსაჯისგან ბარათების ჩვენებას."

შეხვედრის არბიტრი მატეო ლაოსი საქმეში ჩაერთო და სიტუაცია განმუხტა. ბურთის მომწოდებელ ბიჭს კი შენიშვნა მისცეს. ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა მას იმ სამუშაოს შესრულების უფლებას, რომელსაც ასრულებდა.

"ბარსელონასა" და "სევილიას" განმეორებითი მატჩი 3 მართს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები