მედვედევი მწვრთნელს ეჩხუბა და მატჩის მსვლელობისას გააგდო
Aa
Aa

მედვედევი მწვრთნელს ეჩხუბა და მატჩის მსვლელობისას გააგდო

მსოფლიოს მე-4 ჩოგანი რუსი დანილ მედვედევი ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-16 ფინალურ ეტაპზე სერბ ფილიპ კრაინოვიჩს შეხვდა, რომელიც 5 სეტში 6-3, 6-3, 4-6, 3-6, 6-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. გარდა იმისა, რომ შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მისი მსვლელობისას ერთმა ინციდენტმა დიდი ყურადღება მიიპყრო.

მედვედევი ერთ მომენტში საკუთარ მწვრთნელს დაუპირისპირდა. დანილმა ჟილ სერვარას ყვრილი დაუწყო, როდესაც მე-3 სეტში ანგარიში 1-4 გახდა.

ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო, დანილი სკამისკენ თითის ქნევით წავიდა და მწვრთნელს მიუთითა, რომ მას არენა უნდა დაეტოვებინა. გასვლისას სერვასმა მედვედევს მიაძახა, რომ იცოდა ის მატჩს მოიგებდა.

ასეთებიც ხდება - 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელმა შეხვედრის მსვლელობისას არენა დატოვა.

საბოლოოდ, მედვედევმა შეხვედრის მოგება შეძლო. რუსის მეტოქე მერვედფინალში ამერიკელი მაკენზი მაკდონალდსი იქნება. თუ, მედვედევი მასაც დაამარცხებს, ეს მისთვის ნოემბრის შემდეგ მიჯრით მოგებული მე-18 მატჩი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები