გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში - წყალბურთელები ოლიმპიური საგზურისთვის იბრძოლებენ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა.
ჩვენი ნაკრები როტერდამში ხვალ გაემგზავრება,სადაც ისტორიაში პირველად ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებს.
ზუკა რურუა - ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
ჩვენი წყალბურთელები A ჯგუფში იასპარეზებენ,სადაც მათი მეტოქეები კანადის, ბრაზილიის, საბერძნეთის, მონტენეგროსა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან.
ტურნირი ნედერლანდებში 14 – 21 თებერვალს გაიმართება.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სერბმა დეიან სტანოევიჩმა როტერდამისთვის ეს წყალბურთელები იხმო :
ბექა ქავთარაძე; ბესო ახვლედიანი; ანდრია ბითაძე; ბორის ვაპენსკი; მარკო ელაჩა; სანდრო ადეიშვილი; ირაკლზი რაზმაძე; მარკო ელეზი; ფაბიო ბარალდი; ნიკოლოზ შუშიაშვილი; რევაზ იმნაიშვილი; ხვიჩა ჯახაია; ნიკოლოზ შუბლაძე; გიორგი მაგრაქველიძე; ვატო დადვანი
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 14 თებერვალს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.
კალენდარი კი ასე გამოიყურება :
15 თებერვალი - საქართველო vs თურქეთი
16 თებერვალი - საქართველო vs კანადა
17 თებერვალი - საქართველო vs ბრაზილია
18 თებერვალი - საქართველო vs მონტენეგრო