დაძაბული ბრძოლა - მეტრეველი ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

დაძაბული ბრძოლა - მეტრეველი ნახევარფინალში გავიდა

ყაზახეთში მიმიდინარე საერთაშორისო ტურნირზე ალექსანდრე მეტრეველი ნახევარფინალში  გავიდა.

გათმაშების მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ რიკარდო ბალზერანის შეხვდება და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 6:4 3:6 7:6 დაამარცხა.

მეტრეველმა მატჩის მიმდინარეობის დროს ერთი ეისი შეასრულა და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის ნახევარფინალში გერმანელ მატს როზენკრანცს შეხვდება.

შეგახსენებთ,რომ გუშინ ალექსანრე მეტრეველმა და ალექსანდრე ბაკშიმ წყვილთა თანრიგში იასპარეზეს.

ქართული დუეტი იტალიელებს ფრანჩესკო მაესტრელისა და ფრანჩესკო ფორტის დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ შეხვედრა ანგარიშით 3:6 4:6 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები