ბრუნო:
Aa
Aa

ბრუნო: "ბედნიერი ვერ ვიქნებოდი ვან დე ბეეკი რომ ვიყო"

Fa Cup-ზე „ლივერპულის“ დამარცხების (3:2) შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა შუახაზელმა ბრუნო ფერნანდეშმა თავისი გუნდელის დონი ვან დე ბეეკის შესახებ ისაუბრა და მას თანადგომა გამოუცხადა.

„ვერ ვიტყვი, რომ დონი ბედნიერია. მას რა თქმა უნდა მეტი სათამაშო დრო სურს. თუმცა იგი საქმეს სწორად უდგება.

ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს. გვყავს მოთამაშეები, რომლებიც დონის პოზიციაზე ასპარეზობენ და ჩინებულად გამოიყურებიან.

ნამდვილად კარგი გუნდი ვართ და არჩევანის საშუალებაც გვაქვს. თუ, შეხედავთ ჩვენ დღევანდელ (ლივერპულთან მატჩში) ძირითად შემადგენლობას და შემდეგ სათადარიგოთა სკამს, ნახავთ, რომ უდაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს.

პრობლემა არ იქნება, თუ ვინმე გუნდს შეიცვლის, ან მაგალითად ვინმე დაიღლება, რადგან ჩვენ ნამდვილად კარგი ფეხბურთლები გვყავს.

დონიმ ჩინებული მატჩი ჩაატარა, ვუყურებდი თუ როგორ კარგად მოქმედებდა ის იმ პოზიციაზე, რომელზეც მე ვთამაშობ. ნამდვილად კარგად მოძრაობდა, მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

მე, რომ ვან დე ბეეკის ადგილას ვიყო ბედნიერი ნამდვილად ვერ ვიქნებოდი. პირველ რიგში მთავარია ის, რომ რასაც დონი აკეთებს, ეს გუნდს ეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ნიდერლანდელი ნახევარმცველი ზაფხულში 35 მილიონ ფუნტად შეიძინა. ვან დე ბეეკის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები