სწრაფი გარღვევა და ზუსტი შესრულება - გაგუამ ესპანეთში გაიტანა
Aa
Aa

სწრაფი გარღვევა და ზუსტი შესრულება - გაგუამ ესპანეთში გაიტანა

ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში ''ალავესის'' მეორე გუნდის 19 წლის ცენტრფორვარდმა გიორგი გაგუამ მიმდინარე წელს პირველი გოლი გაიტანა. მე-13 ტურში ''არენასთან'' გასვლით შეხვედრაში გაგუამ ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა. გოლის ეპიზოდში გაგუამ მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს აჯობა, თანაგუნდელთან ბურთი გაითამაშა, საჯარიმოს ახლოს მყოფმა კარისკენ დაარტყა და დაბალ კუთხეში შეაგდო.

გაგუას გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა მატჩის მიწურულს გოლი გაუშვა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ესპანეთის რანგით მესამე ლიგის მეორე ზონის A ჯგუფში 10-გუნდი მონაწილეობს. გაგუას გუნდი 15 ქულით მე-7 ადგილზეა.

ქართველი ლეგიონერი ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშეა 2019 წლის ოქტომბერში გახდა. მიმდინარე სეზონში ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

გაგუას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ესპანეთში გადაბარგებამდე თბილისის ''დინამოს'' აკადემიასა და ''იბერია 2010''-ში ირიცხებოდა. გაგუას მწვრთნელი ''იბერია 2010''-ში გუბაზ დოლიძე იყო. მოგეხსენებათ, გუბაზ დოლიძე ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მასთან მუშაობით ბევრმა ფეხბურთელმა პროგრესი აჩვენა, გაგუაც ერთ-ერთი მათგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები