Aa Aa
23 იანვარი 2021  |  18:55

ნემსაძის წარუმატებელი დებიუტი - დინამო სერბულ რადნიკთან დამარცხდა

თბილისის "დინამო" თურქეთში წინასასეზონო მომზადებას გადის. დღეს გიორგი ნემსაძის შეგირდები ამხანაგურ მატჩში სერბულ "რადნიკს" დაუპირისპირდნენ და 0:1 დამარცხდნენ. ნემსაძის დებიუტი კი წარუმატებელი გამოდგა.

"რადნიკი" სერბეთის სუპერ ლიგის მონაწილე გუნდია, რომელმაც წინა სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა მისთვის ნაცადი ტაქტიკა 3-5-2 შეარჩია. კარში კვასხვაძე მოგვევლინა.

დაცვის ცენტრში მონხილი, კობოური და ბენიო გამაგრდნენ. ნახევარდაცვის საყრდენ ნაწილში პაპავა და მექვაბიშვილი ირჯებოდნენ. მათზე წინ კუცია, სპორკსლედი და იაშვილი მოქმედებდნენ, ხოლო თავდასხმაში კი გაბედავა მარუშიჩის დუეტი ვიხილეთ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ზორან დანიოსკიმ გაიტანა. გოლი საჯარიმოში არეულობას მოჰყვა. სერბთა შემტევმა ბურთი კარში თავით გადაგზავნა და სწორედ ასეთ სტილში გაიტანა. "დინამომ" წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხა და სამწუხაროდ დამარცხდა.

მომდევნო მატჩს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 26 იანვარს კვლავ სერბული გუნდის წინააღმდეგ, ამჯერად ნაპრედაკის წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში