დაიოტ უპამეკანო - ბაიერნის ახალი სამიზნე
Aa
Aa

დაიოტ უპამეკანო - ბაიერნის ახალი სამიზნე

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ BILD-თან ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო დეტალი გაამხილა. გერმანელის თქმით, უპამეკანოს ტრანსფერზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, რადგან სეზონის ბოლომდე ის "ლაიპციგში" იქნება.

"რა თქმა უნდა, შეთანხმებას მივაღწევთ. საქმე მარტო უპამეკანოს არ ეხება, ჯერჯერობით ის "ლაიპციგის" ფეხბურთელია. დაცვის ხაზი გასაძლიერებელია და სხვა ფეხბურთელებთანაც გვაქვს კონტაქტი, მაგრამ პრიორიტეტი დაიოტია.

უპამეკანომ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევროა. კორონავირუსის დროს ფულის დაზოგვა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ გვყავს ბოატენგი, რომელსაც ახლა მნიშვნელოვანი როლი აქვს. ფლიკი მისით კმაყოფილია და ენდობა." - განაცხადა რუმენიგემ

გავრცელებული ინფორმაციით "რეკორდმაისტერს" სეზონის მიწირულს დავიდ ალაბა დატოვებს. ავსტრიელ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. მის მომავალს კი მადრიდის "რეალს" უკავშირებენ. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე დაფიქრდა რუმენიგე ახალი მცველის ყიდვაზე.

შეგახსენებთ, რომ დაიოტ უპამეკანო "ლაიპციგს" 2016 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა 135 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები