"მილანს" კორონავირუსი და ტრავმიანობა უტევს. ცნობილია, რომ "როსონერის" ფეხბურთელებს კრუნიჩსა და რებიჩს კოვიდ ინფექცია ჰქონდათ და ბოლო პერიოდის განმავლობაში გუნდს ვერ ეხმარებოდნენ.
რამდენიმე დღის წინ, ისიც დაიწერა, რომ Covid-19 ტეო ერნანდესსაც დაუდასტურდა. "მილანის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ კრუნიჩი და რებიჩი გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ფრანგი მარცხენა მცველის PCR ტესტის პასუხი შეცდა და ტეოს კორონავირუსი არ აქვს.
Official Statement: Ante Rebić, Rade Krunić, Theo Hernández ➡ https://t.co/E0YA8yJpSi
— AC Milan (@acmilan) January 21, 2021
Comunicato Ufficiale: Ante Rebić, Rade Krunić, Theo Hernández ➡ https://t.co/AyP86qLO99 #SempreMilan pic.twitter.com/1bKqTENzZC
ამრიგად, სამივე მათგანი ვარჯიშს დაუბრუნდა და სერია ა-ს მომავალ ტურში კლუბის დახმარებას შეძლებენ. ცნობისთვის, "მილანი" მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს შინ "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.