Aa Aa
21 იანვარი 2021  |  18:58

ემბოლო სახურავიდან გაიქცა, მაგრამ პოლიციამ მაინც დააკავა!

გერმანული "გლადბახის" ფეხბურთელი ბრილ ემბოლო კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით დადგენილ წესებს არ ემორჩილება. შვეიცარიელი ფეხბურთელი პოლიციამ დააკავა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 23 წლის თავდამსხმელი გერმანიის ქალაქ ესენში წვეულებაზე იმყოფებოდა, რომელიც მალულად იმართებოდა. ეს ამბავი გასკდა და ადგილზე პოლიცია მივიდა, რა დროსაც ემბოლო შენობის სახურავზე აძვრა და გაიქცა. შვეიცარიელი გვერდით შენობაში დაიმალა. 

პოლიციამ ხსენებული შენობა გაჩხრიკა და ახალგაზრდა შემტევი სწორედ იქ აღმოაჩინა. ბრილი ყველაფერს უარყოფს. მისი თქმით, ის ესენში მეგობრის საკალათბურთო მატჩის საყურებლად ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ემბოლომ დაწესებული აკრძალვები უკვე დაარღვია და ამის გამო მე-17 ტურში "ვერდერის" წინააღმდეგ არ ითამაშა. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ბრილი ესენში მდებარე რესტორანში გამართულ წვეულებაზე მართლაც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს "გლადბახს" მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება "დორტმუნდთან". ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა ემბოლოს და იქნება თუ არა მომავალი მატჩის განაცხადში.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი

კრისტალბეთის მატარებელი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში