Aa Aa
21 იანვარი 2021  |  18:58

ერთი ამბავი: როცა პირლო ტრავმით თამაშობდა და მხოლოდ მარცხენა ფეხს იყენებდა

იყო მატჩები, რომლებშიც მხოლოდ მარცხენა ფეხით ვთამაშობდი. მარჯვენა მუხლი მტკიოდა და ამიტომ, მხოლოდ ერთი ფეხის გამოყენების საშუალება მქონდა. ზუსტად მახსოვს, ეს იყო მატჩები „ლეჩეს“, „ნოვარას“, „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ წინააღმდეგ“. - იხსენებს პირლო.

ეს არის ამბავი, რომლის დაჯერებაც რთულია, თუმცა პირლოს კომენტარი ამაში გვარწმუნებს. ვინც ამ მატჩებში პირლო ნახა, რთული იყო, რომ ის ცაცია არ გგონებოდა.

ეს იყო ანტონიო კონტეს პირველი სეზონი (2011-12) „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მან ტურინელები მე-7 ადგილოსნობიდან ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდად აქცია. „ბებერი ქალბატონის“ ხერხემალი კი სწორედ პირლო იყო.

„პირლოს მსგავსი მოთამაშეების მოძებნა ძალიან რთულია. მისი ტექნიკა უმაღლეს დონეზეა. როდესაც ბურთს ვფლობთ, ის მთელ გუნდს სიმშვიდეს ჰგვრის და თამაშს იდეალურად კითხულობს. თუ, ამ ნიჭს ორგანიზებულ სათამაშო სისტემას დაამატებთ, სადაც ყველამ იცის მოედანზე რა უნდა აკეთოს - ასეთ შემთხვევაში ანდრეას თვისებები უფრო ძლიერდება.

ფიზიკური თვისებებით ის არ გამოირჩევა, თუმცა პირლოს აზროვნების უნარი და ბურთის კონტროლი ფანტასტიკურ დონეზეა. შესაბამის პირობებში მას მთელი გუნდის გარდაქმნა შეუძლია“. - ანტონიო კონტე.

კონტემ თავის სადებიუტო სეზონში გუნდის ორგანიზება დაიწყო. ის პირლოს სრულ თავისუფლებას აძლევდა. რა თქმა უნდა, „იუვესთვის“ ანდრეას მნიშვნელობა საზღვრებს სცდებოდა.

მალევე, „მილანისთვის“ არასაჭირო მოთამაშის სტატუსის მქონე ფეხბურთელობიდან, პირლო სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრეტენდენტად იქცა.

პირლოსა და კონტეს მალევე იდეალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ანდრეამ მას გენიალური და მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი უწოდა:

„თუ, არიგო საკი გენიოსია, მაშინ რა უნდა ვუწოდო კონტეს, რომელიც მასზე უკეთესია? ველოდი, რომ ის კარგი მწვრთნელი იქნებოდა, მაგრამ არა ამდენად.

ვფიქრობდი, რომ ის იყო მწვრთნელი, რომელსაც დიდი ქარიზმა ჰქონდა და ფეხბურთელებს შრომას აიძულებდა, თუმცა ამის ნაცვლად ვნახე მწვრთნელი, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს ტექნიკურ და ტაქტიკურ ასპექტებს ასწავლის. გამიმართლა, რომ ანტონიოს საჭირო დროს შევხვდი. მან ყველაზე მეტად გამაოცა“. - ამბობს პირლო.

პირლოს მორიგი საქებარი სიტყვები კონტეს მიმართ: ის ყოველთვის ცდილობს ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მიიღოს, მაქსიმალურად გაზარდოს როგორც მოთამაშე. ის, შენ გაიძულებს ითამაშო მაქსიმალურ დონეზე, იმაზე უკეთ, ვიდრე შენ გგონია, რომ შეგიძლია“.

პირლო კონტეს კულტურას მალევე გაეცნო და მისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი. მაგალითად, მუხლის ტრავმით მოედანზე სათამაშოდ გასასვლელადაც კი.

ნდობის ასეთმა ხარისხმა და მოედანზე პირლოს უზომოდ დიდმა როლმა გამოიწვია ის, რომ ანდრეა და კონტე ასეთ რამეზე შეთანხმდნენ: პირლო ითამაშებდა მნიშვნელოვან მატჩებში, მაგრამ განსაკუთრებული სტილით - ის, სამუშაო მარჯვენა ფეხს მინიმალურად დატვირთავდა. სხვა ჩვეულებრივი ფეხბურთელისთვის ასეთი რამ სრული სიგიჟე იქნებოდა, მაგრამ პირლო და მისი გენია სულ სხვა განზომილებაა.

დასაწყისში პირლომ 4 შეხვედრა დაასახელა, სადაც მან ტრავმით ითამაშა, თუმცა ანდრეამ ყველა მათგანი ვერ გაიხსენა. აქ მოცემულია მატჩები, რომლებშიც პირლომ ტრავმირებული მარჯვენა მუხლით ითამაშა: ლაციო 0-1 იუვენტუსი (90 წუთი), ნაპოლი 3-3 იუვენტუსი (90 წუთი), რომა 1-1 იუვენტუსი (90 წუთი), იუვენტუსი 2-0 ნოვარა (80 წუთი), უდინეზე 0-0 იუვენტუსი (90 წუთი), ლეჩე 0-1 იუვენტუსი (80 წუთი).

ტრავმით თამაში დიდი რისკი იყო, თუმცა ალბათ პირლოს შემთხვევაში ის გამართლებული გახლდათ: ერთია ხაზი გაუსვა საკუთარ ბრუტალურობას, რეალურად კი დაასახიჩრო საკუთარი თავი და ზიანი მიაყენო გუნდს მოედანზე არაჯანმრთელი მოთამაშის ყოლით.

აზროვნებისა და უმაღლესი ტექნიკის მეშვეობით პირლომ თამაშის სტილის ტრანსფორმირება მოახერხა, რათა რისკები შეემცირებინა. შედეგად, არც გუნდმა იზარალა და არც მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

პრაქტიკაში ეს ყველაფერი ასე გაამოიყურებოდა:

პირლო მეტწილად ნამდვილად მარცხენა ფეხით თამაშობდა და გადაცემებსაც ასე ასრულებდა. მისი პასების ხარისხი და თამაშზე გავლენის მოხდენა უმაღლეს დონეზე დარჩა.

მარჯვენა ფეხს პირლო მხოლოდ ძალიან მარტივ სიტუაციაში ყოფნის დროს იყენებდა. რთული მოძრაობებისა და სათამაშო მომენტებისას, ის ტკივილს უმალვე გრძნობდა. ეს ტრანსლაციის დროსაც კი შესამჩნევი იყო.

კონტემ პირლოს დაცვითი სამუშაო სრულიად მოაშორა. ამ ფაქტორმა კი სხვა მოთამაშეები მეტად დატვირთა. მაგალითად არტურო ვიდალი. როცა ეს ვერ ხერხდებოდა, გუნდს უმალვე პრობლემები ექმნებოდა.

შეგიძლიათ ნახოთ კადრები ხსენებული მატჩებიდან


ახლა შევადაროთ „ცაცია პირლოს“ (მტკივანი მუხლით) მიერ ჩატარებულ მატჩებში დაფიქსირებული სტატისტიკა და მისი მაჩვენებლები, რომლებიც სეზონის მსვლელობისას ჰქონდა:

გადაცემების სიზუსტე:

ცაცია პირლო 85% - სეზონური სტატისტიკა 87%

გრძელი გადაცემების სიზუსტე:

ცაცია პირლო 83% - სეზონური სტატისტიკა 85%

მწვავე გადაცემები საშუალოდ 1 მატჩში:

ცაცია პირლო 1.9 - სეზონური სტატისტიკა 3.4

უცნაური იქნებოდა პირლოს სტატისტიკური მონაცემები საერთოდ, რომ არ შეცვლილიყო, მაგრამ ზუსტი გადაცემებისა და გრძელი გადაცემების პროცენტი ძალიან მცირედით შეუმცირდა, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ნამდვილად აღტაცებას იწვევს - ანდრეამ შეძლო და ასეთ მდგომარეობაშიც კი თავისი ტოპ-მაჩვენებლები შეინარჩუნა.

ყველაზე მაგარი რამ - მწვავე გადაცემების მაჩვენებლით ( საშუალოდ 1.9), ტრავმით მოთამაშე პირლოც კი აღემატებოდა იმ დროს სერია ა-ში მყოფ სხვა შუახაზელებს. ეს ყველაფერი ანდრეას გენიალურობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი

კრისტალბეთის მატარებელი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში