კროოსი:
Aa
Aa

კროოსი: "ლოპეტეგს რეალიდან მე არ გავუშვებდი!"

მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა "სამეფო კლუბის" ყოფილ თავკაცზე ხულიენ ლოპეტეგზე ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა.

"ჩემს კარიერაში ლოპეტეგის გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე გულსატკენი ფაქტი იყო. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ხულიენი ძალიან კარგი ადამიანიც არის. მას "ბლანკოსში" ცუდ დროს მოუწია მოსვლა. 

ზედიზედ სამჯერ გვქონდა მოგებული ჩემპიონთა ლიგა. რონალდუ გუნდიდან ახალი წასული იყო და სიტუაცია აირია. როდესაც ლოპეტეგიმ "სევილიასთან" ერთად ევროპის ლიგა მოიგო ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი." განაცხადა კროოსმა

შეგახსენებთ, რომ ჯულიენ ლოპეტეგი მადრიდის "რეალს" 2018 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში, თუმცა არასახარბიელო შედეგების გამო ის გუნდიდან მალევე გაათავისუფლეს. ცნობისთვის, "სამეფო კლუბამდე" ხულიენი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და წესით რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სწორედ ლოპეტეგი უნდა გაძღოლოდა გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები