Aa Aa
20 იანვარი 2021  |  14:32

"ის გოგო ვარ, ვისაც დედა სიმსივნით გარდაეცვალა" - ემოციური წერილი ინიაკი უილიამსს

რამდენიმე დღის წინ, ინიაკი უილიამსის ულამაზესი გოლით, "ბილბაომ" ესპანეთის სუპერ თასის ტიტული მოიპოვა. ესპანელმა ფეხბურთელმა ეფექტური შორეული დარტყმით, მართლაც, საჩემპიონო გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის შემტევს ყველაზე მეტჯერ „ბარსელონასთვის“ აქვს გატანილი - 5 გოლი ყველა ტურნირზე. მას ერთი გოლით ნაკლები „ბეტისისთვის“,“ატლეტიკოსთვისა“ და „ვილიარეალისთვის“ გაუტანია.

მატჩის დასრულების შემდეგ ინიაკიმ ემოციური წერილი ნახა იმ გულშემატკივრის, რომლისთვისაც ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "ტვიტერზე" გავრცელებული პოსტი ინტერნეტ სივრცეში მალევე გაპოპულარულდა და მიაღწია უილიამსამდეც, რომელმაც პოსტი მოიწონა.

ამ დღესასწულის დროს, მინდა, რამდენიმე სიტყვა მოგიღძვნა. შესაძლოა, აღარც კი გახსოვარ. მე ის გოგონა ვარ, რომელსაც 2018 წელს, დედა სიმსივნით გარდაეცვალა. დედა, რომელიც შენ გგულშემატკივრობდა. მე არასდროს მინახავს, მას სხვა ფეხბურთელისთვის ასე ექომაგა. შენში ეჭვი არასდროს ეპარებოდა.

მე ის გოგო ვარ, რომელმაც დედის ვიდეომიმართვა გამოგიგზავნა, სანამ იგი საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შენ სპეციალურად მისთვის "ბილბაოს" ყველა ფეხბურთელისგან ხელმოწერილი მაისური გამოუგზავნე, რათა ამით გაგეძლიერებინა.

მიუხედავად იმისა, რომ დედას გარდაცვალებამდე ეს მაისური არ უნახავს, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ყველაზე ბედნიერია, შენი გოლითა და წარმატებით. ეს არის „ბილბაო“! მიყვარხარ, ინიაკი! იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ჩაგეხუტები".

2021 წლის დასაწყისში, ინიაკი უილიამსმა და მისმა თანაგუნდელმა, ინიგო მარტინესმა, საქველომოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა და შემოსული თანხა გადასცეს ფონდ "ალადინს", რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში