Aa Aa
20 იანვარი 2021  |  10:33

პერესი ტურინშია - ანიელის სუპერ ლიგაზე დაელაპარაკება

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გუშინ საღამოს ტურინში გაემგზავრა და იქ „იუვენტუსის“ პირველ პირს, ანდრეა ანიელის შეხვდება.

პერესი პიემონტეს რეგიონში იტალიელი კოლეგის მიწვევით ჩავიდა. ოფიციალური ცნობით, პრეზიდენტებმა საფეხბურთო საკითხების შესახებ უნდა იმსჯელონ, ერთ-ერთი მთავარი თემა კი ევროპული „სუპერ ლიგის“ ჩამოყალიბებას შეეხება.

„რეალის“ პრეზიდენტი ამ ტურნირის მთავარი ინიციატორია, გათამაშების დაარსებას კი უკვე ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვადასხვა კლუბებიც სერიოზულად განიხილავენ.

ამერიკულ ბანკ JP Morgan-ის სახით, მოძებნილია მსხვილი ფინანსური პარტნიორიც. კომპანია მზადაა, „სუპერ ლიგისთვის“ საწყის ეტაპზე 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გაიღოს.

ტურნირის პირველადი იდეით თუ ვიმსჯელებთ, მასში მონაწილეობას ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის წამყვანი კლუბები მიიღებენ ანუ ეს იქნება ელიტარული გათამაშება. ამის გამო იდეას არაერთი მოწინააღმდეგეც ჰყავს, მაგალითად, ლუიშ ფიგუ და ანდრეი შევჩენკოც, რომლებიც თვლიან, რომ ტურნირის ამ სახით ჩაშვება დიდ საფეხბურთო ქვეყნებსა და შედარებით პატარა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დიდ სხვაობას წარმოშობს და მონოპოლიზაციისკენ იქნება მიმართული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში