Marca - რაულს კორონავირუსი დაუდასტურდა
Aa
Aa

Marca - რაულს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს, რაულს კორონავირუსი დაუდასტურდა. ესპანური გამოცემების, Marca-სა და AS-ის ინფორმაციით, ესპანელი თავდამსხმელი, რომელიც „რეალ კასტილიას“ მთავარი მწვრთნელია, თვითიზოლაციაში გადავიდა.

რაული თავისი გუნდის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს, რომელსაც „რეალ კასტილია“ „ხეტაფეს“ ბ გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ესპანური გამოცემები ვარაუდობენ, რომ იგი პოსტს 31 იანვრისთვის დაუბრუნდება, თუმცა დასძენენ, რომ ყველაფერი ტესტების შედეგებზეა დამოკიდებული.

„რეალ კასტილიას“ 2021 წელს ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. „სამეფო კლუბის“ სარეზერვო გუნდს კორონავირუსის პანდემიის გამო 13 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია და წლეულს მოედანზე პირველად წესითა და რიგით მომდევნო უქმეებზე უნდა გავიდეს, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ რაული 2018-19 წლებში „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა და ტიტულიც მოიგო, შემდეგ კი „რეალ კასტილია“ ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები