გონსალვეში უკრაინის პრემიერლიგაში ? - მას დნიპრო-1 იწვევს
Aa
Aa

გონსალვეში უკრაინის პრემიერლიგაში ? - მას დნიპრო-1 იწვევს

ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელი ვაგნერ გონსალვეში შესაძლოა უკრაინის პრემიერ ლიგის ''დნიპრო-1''-ში ვიხილოთ. უკრაინული Ua.football-ის ცნობით ფრანგული ''ბასტიას'' ექს-შემტევს უკრაინულ გუნდში გადასვლის სურვილი აქვს. წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, თურქეთში გაემგზავრა, სადაც ''დნიპრო-1'' ახალი სეზონისთვის ემზადება.

ამ ეტაპზე უცნობია რა სახის გარიგებაზეა საუბარი, მოთამაშის გამოსყიდვაზე თუ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ კლუბი პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა და ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის, გონსალვეშის გამოსყიდვა ძალიან გაუჭირდება. ამას ის ფაქტორიც ემატება, რომ ბათუმის ''დინამოს'' პრეზიდენტი ფინანსური შემოსავლის მიღებაზე აკეთებს აქცენტს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პოტენციურად მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მომტანია. 

24 წლის ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები საქართველოში გაატარა, 2016-19 წლებში ''საბურთალოს'' ღირსებას იცავდა, გასული წლიდან მოყოლებული კი გია გეგუჩაძის გუნდში ირიცხება.

2017-18 წლების სეზონში ''საბურთალომ'' გონსალვეში ბელგიურ ''სერკლ ბრიუგეში'' გაანათხოვრა, თუმცა გონსალვეშის ბელგიური კარიერა წარუმატებელი გამოვიდა.

მასალაში გამოყენებულია ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები