Aa Aa
17 იანვარი 2021  |  21:09

ბათუმის დინამო გაძლიერებას განაგრძობს - კუპატაძის სამწლიანი კონტრაქტი

''საბურთალოს'' ექს-მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ ბათუმის ''დინამოსთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2021 წლის სეზონში გია გეგუჩაძის გუნდში მიხეილ ალავიძის კონკურენტი კუპატაძე იქნება. კუპატაძის დამატებით გამოცდილმა სპეციალისტმა კონკურენცია გაზარდა, რაც პროგრესისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

24 წლის კუპატაძეს ''საბურთალოს'' გარდა თბილისის ''ლოკომოტივსა'' და ლუქსემბურგულ ''ჟენესში'' უთამაშია. ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონატი (2018), თასი (2019) და სუპერთასი (2020) მოიგო.

ვლადიმირ ვაისი კუპატაძეს ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად იწვევდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია.

მიმდინარე თვეში ბათუმის ''დინამომ'' რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორის არიან სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია, ვამარა სანოგო, რაფაელ ჩუკვურა, გიორგი ფანცულაია, გიორგი ჩაბრაძე და ოლექსანდრ აზაცკი.

შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' რეინალდომ, კიჭი მელიავამ, იგორ ლევჩენკომ და ვაჟა ფაცაციამ დატოვეს.

 ფოტო: Eliga.ge

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში