Aa Aa
17 იანვარი 2021  |  16:15

მორიგი პრობლემა - მილანის ორ ლიდერს კორონავირუსი აქვს

"მილანში" პრობლემები არ წყდება. ტრავმების ფონზე გუნდში კორონავირუსიც მძვინვარებს. ცნობილია, რომ სერია ა-ში ყველა მატჩის წინ პროტოკოლის მიხედვით გუნდების კოროანვირუსზე ტესტს იტარებენ.

"კალიარისთან" მატჩამდე "როსონერის" ფეხბურთელებმაც ჩაიტარეს ტესტი და კლუბის ორ ლიდერს ჰაკან ჩალჰანოღლუს და ტეო ერნანდესს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდათ. ამის შესახებ "მილანის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა გვამცნო.

ცნობისთვის, ამჟამად Covid-19 ანტე რებიჩს და რადე კრუნჩისაც აქვთ. ახალი ინფიცირებული ფეხბურთელები იზოლაციაში გადავიდნენ და შესაბამის მკურნალობას გადიან. აღსანიშნავია, რომ მათ სიმპტომები არ ჰქონიათ. ჰაკანი და ტეო მხოლოდ იმ დროს დაბრუნდებიან, როდესაც ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება და ეს როდის მოხდება ჯერჯერობით არავინ იცის.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" სერია ა-ს 40 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი "ინტერი" გახლავთ 37 ქულით. პიოლის შეგირდები მომავალ მატჩს 18 იანვარს "კალიარის" წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში