ბრწყინვალე დებიუტი: ქეცბაიას ორი საოცარი გასროლა მოლინიუზე
Aa
Aa
16 იანვარი 2021  |  18:45

ბრწყინვალე დებიუტი: ქეცბაიას ორი საოცარი გასროლა მოლინიუზე

2000 წლის ზაფხულში ''ნიუკასლიდან'' რანგით მეორე ლიგის ''ვულვერჰემპტონში'' გადასული თემურ ქეცბაიას სადებიუტო მატჩი მისი ბრიტანული კარიერის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თამაშია. 32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონშიფის პირველ ტურში, ''მოლინიუზე'' ''შეფილდ უენსდეის'' წინააღმდეგ ორი ძალიან მაგარი გოლი გაიტანა, თუმცა მხოლოდ პირველი დარტყმა ჩაუთვალეს, მეორე გოლი აუხსნელი მიზეზით არბიტრმა გააუქმა.

ქეცბაიას გოლით ''ვულვზი'' გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა 78-ე წუთზე ენდი ბუტმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ჩემპიონატის პირველი ტურისგან განსხვავებით ქეცბაიას კარიერა ''ვულვზში'' წარმატებით არ განვითარდა და ერთი სეზონის შემდეგ კარიერა შოტლანდიურ ''დანდიში'' გააგრძელა, სადაც მისი თანაგუნდელები გიორგი ნემსაძე და ზურაბ ხიზანიშვილი იყვნენ, თუმცა ტრავმების გამო სამივე ქართველს ერთად ''დანდის'' მაისურით არ უთამაშიათ.

ქეცბაიამ კარიერის საუკეთესო წლები ათენის აეკ-სა და ''ნიუკასლში'' გაატარა, თუმცა ''კაჭკაჭებში'' გატარებულ წლებთან დაკავშირებით ''ანორთოსისის'' მთავარ მწვრთნელს იმედგაცრუება არასდროს დაუმალავს, რადგან სათამაშო დროით ხშირად უკმაყოფილო იყო. მიუხედავად ამისა, გამორჩეული გოლებით ''კაჭკაჭების'' ქომაგებს თავი შეაყვარა და ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ორჯერ ითამაშა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები