ფლიკი:
Aa
Aa

ფლიკი: "ბაიერნი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშ არის"

მიმდინარე სეზონში "ბაიერნს" კარგი შედეგები აქვს, მაგრამ დაცვის თამაში არასახარბიელოა. ამას გულშემატკივრებიც აღნიშნავენ და თავად ფლიკიც ხვდება ყველაფერს. გერმანელებს 12 დეკემბრის შემდეგ საკუთარი კარი მშრალად აღარ შეუნახავთ. იქამდე კი ეს 24 ოქტომბერს მოახერხეს. ამასთან დაკავშირებით ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.

"ჩემი გუნდის დაცვა დიდი წნეხის ქვეშ არის და ზეწოლას განიცდის, მაგრამ ეს მხოლოდ დაცვას არ ეხება. ყველა ასეთ სიტუაციშია. ჩვენ ბურთს იმ დონეზე ვერ ვაკონტროლებთ, როგორც ეს საჭიროა და ადრე იყო.

ვფიქრობდი, რომ "ბაიერნს" მცირე კრიზისი დაეწყებოდა და ეს ასეც მოხდა, მაგრამ ჩემმა გუნდმა საოცარი სულისკვეთება და ერთიანობა გამოავლინა. ჩვენ ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონები გავხდით.

გუნდის ბირთვი გამართულად არ მუშაობს და ეს ოთხშაბათს თასის მატჩშიც გამოჩნდა. "ჰოლშტეინთან" დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო. 

მოწინააღმდეგეებს მომენტების შექმნას და მათ გამოყენებას ძალიან ვუადვილებთ. საჭიროა ყველამ ერთად დავიცვათ თავი და გუნდურად ვითამაშოთ. ეს ჩვენი ვალდებულებაა და საუკეთესო კონდიციებს აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ." - განაცხადა ფლიკმა

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ამჟამად ბუნდესლიგას 33 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ "ლაიპციგს" კი 31 ქულა აქვს. "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდა, სადაც რომის "ლაციოს" შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები