ნიდერლანდური, თურქული და აზიური ვარიანტები - შოთა არველაძე ალკმაარში?
Aa
Aa

ნიდერლანდური, თურქული და აზიური ვარიანტები - შოთა არველაძე ალკმაარში?

ტაშკენტის ''ფახთაქორის'' დატოვების შემდეგ შოთა არველაძე რამდენიმე კლუბის წინადადებას განიხილავს. ამ თემაზე არჩილ არველაძემ გადაცემაში ''კაცები'' ისაუბრა.

არჩილ არველაძე: ''ამ ეტაპზე ვისვენებთ. შოთის უნდა რომ გარკვეული პერიოდით დავისვენოთ. ამ ეტაპზე მას აქვს შემოთავაზებები აზიური ქვეყნებიდან. მას იწვევს ერთი ნიდერლანდური კლუბი და ასევე ერთი კარგი ნიდერლანდური კლუბი მწვრთნელის გარეშეა და იმედი გვაქვს, რომ შოთის აქვს შანსი ამ გუნდის მწვრთნელი გახდეს. გარდა ამისა, ტრადიციულად თურქული კლუბები ყოველდღიურად აქტიურობენ''.

დიდი ალბათობით არჩილ არველაძე კარგ ნიდერლანდურ კლუბში ''ალკმაარს'' გულისხმობდა, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. ასევე, მოწინავე ნიდერლანდურ კლუბებს შორის ''ალკმაარი'' ერთადერთია, სადაც მთავარი მწვრთნელი გაუშვეს და ახალი ჯერ არ დანიშნულა.

შოთა არველაძე უზბეკურ კლუბს 2017 წლის ივნისიდან წვრთნიდა. 2019 წლის სეზონში ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო, გასულ წელს კი ჩემპიონატისა და თასის მოგებით დუბლი შეასრულა, ლიგის თასი არ ჩატარებულა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ''ფახთაქორი'' 10-წლიანი პაუზის შემდეგ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, უზბეკურ კლუბში შოთა არველაძეს არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა ეხმარებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები