Aa
Aa

"მადლობა ჩემს ფეხბურთელებს!" - გუარდიოლას მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის. "ქალაქელებმა" "არისტოკრატებს" იოლად 3:1 სძლიეს. 

შეხვედრის შემდეგ პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა: "ჩვენ მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ. მინდა ჩემს ფეხბურთელებს და გუნდის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო. მათ კორონავირუსის გამო რთული პერიოდი გამოიარეს. ბიჭებმა კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ საოცარი ფეხბურთი აჩვენეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში არ არის. მნიშვნელოვანი არის ის თუ როგორ ვითამაშეთ და როგორი ხარისხი ვაჩვენეთ. ფეხბურთელებს მინდორზე ერთმანეთის იდეალურად ესმოდათ და კარგად ითამაშეს. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ამიტომ გვიადვილდება ყველაფერი." - განაცხადა გუარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ამ გამარჯვებით 29 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე აღზევდა. ცნობისთვის, "ქალაქელებს" სხვა გუნდებზე 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მომდევნო ტურში 13 იანვარს გუარდიოლას შეგირდები "ბრაიტონს" უმასპინძლებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები