საქართველოს ჩემპიონატი - ჩემპიონები 5 წონაში გამოვლინდნენ
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი - ჩემპიონები 5 წონაში გამოვლინდნენ

ოლიმპიურ სასახლეში ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონტი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი მარტვილელი რამაზ სილაგავა გახდა. დინალურ შეხვედრაში სილაგავამ ოზურგეთელი გიორგი თახაძე დაამარცხა.

60 კილოში კი ოქროს მედალოსანი ირაკლი ძიმისტარიშვილი გახდა. ოზურგეთელმა მოჭიდავემ ფინალში გიზო მელაძეს აჯობა.

63 კილოში კი ოქროს მედალი ლერი აბულაძემ მოიპოვა. აჭარელმა სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში ლევან ქავჟრაძეს მოუგო.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა პირველობა არავის დაუთმო. ფინალურ შეხვედრაში ხეცურიანმა ლანჩხუთელი მოჭიდავე გიორგი შოთაძე დაამრცხა

დღის ბოლო ორთაბრძოლაში კი გამარჯვებული ოთარ აბულაძე გახდა. 72 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში აჭარელმა მოჭიდავემ რამაზ ზოიძეს აჯობა.

საქართველოს ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება და ჩემპიონები დანარჩენ 5 კილოში გამოვლინდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები