ოფიციალურად - ატლეტიკომ დიეგო კოშტას კონტრაქტი შეუწყვიტა
Aa
Aa

ოფიციალურად - ატლეტიკომ დიეგო კოშტას კონტრაქტი შეუწყვიტა

დღეს სპორტულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დიეგო კოშტა მალე კლუბს დატოვებდა და ლონდონის "არსენალს" შეუერთდებოდა. "მეთოფეებს" დიეგოსნაირი გამოცდილი კადრი ნამდვილად ჭირდებათ.

სულ ცოტა ხნის წინ კი მადრიდის "ატლეტიკოს" ოფიციალურმა ვებ-საიტმა გულშემატკივრებს ახალი ინფორმაცია ამცნო. კლუბმა 32 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი შეუწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეჩერება პირადი მიზეზების გამო თავად ფეხბურთელმა მოითხოვა.

"კლუბი დიეგო კოშტას საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამჟამად კოშტა თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბთან შუეძლია მოლაპარაკებები აწარმოოს. როგორც უკვე მოგახსენეთ, მის მიმართ ინტერესს ლონდონის "არსენალი" იჩენს. 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელი "როხიბლანკოს" 2017 წელს დაუბრუნდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 81 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, დიეგოს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები