Aa
Aa

"მაკაბი" არველაძის დათხოვნას აპირებს

შოთა არველაძის "მაკაბი", რომელიც ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, აშკარა კრიზისში იმყოფება.

ებრაული მედიის ცნობით, ქართველი მწვრთნელის, შოთა არველაძის მოხსნა, მხოლოდ დროის ამბავია.

ბოლო 8 თამაშში ქართველი სპეციალისტის გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო და 8-დან 6 თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხა. 

ერთი რამ გადაწყვეტილია, რომ ხუთშაბათს "ევროპის ლიგის" მატჩში ირლანდიურ "დანდალკთან" გუნდს კვლავ არველაძე გაიყვანს. 

როგორც ირკვევა, "მაკაბიში" მფლობელის ისრაელში ჩასვლას ელოდებიან და ქართველ სპეციალისტს სწორედ ამის შემდეგ გაათავისუფლებენ. 

 

მომზადებულია ynet.co.il-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები