დამშვიდობება 4:0-ის შემდეგ: პსჟ-მ ტუხელი გაათავისუფლა
Aa
Aa

დამშვიდობება 4:0-ის შემდეგ: პსჟ-მ ტუხელი გაათავისუფლა

უმდიდრესმა ფრაგულმა კლუბმა პსჟ-მ მთავარი მწვრთნელი, გერმანელი ტომას ტუხელი გაათავისუფლა, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ტუხელი აღნიშნავდა, რომ კლუბის მმართველებს სამწვრთნელო შტაბის მუშაობით კმაყოფილება არასდროს გამოუთქვამთ. გერმანელის თქმით წარმატებას მეტწილად გუნდში ნეიმარისა და მბაპეს ყოფნას მიაწერდნენ და არა სამწვრთნელო შტაბის მუშაობას. აქედან გამომდინარე ნათელი იყო, რომ კლუბის ხელმძღვანელებსა და ტუხელს შორის იდეალური ურთიერთობა არ ყოფილა, თუმცა უცნაური ის ფაქტია, რომ მან პოსტი ''სტრასბურგთან'' მოგებული მატჩის შემდეგ დატოვა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქურმა გუნდმა 4:0 გაიმარჯვა.

ინფორმაცია ტუხელის გუნდიდან წასვლის შესახებ ფრანგული გუნდის ოფიციალურ ვებგვერდს არ დაუდასტურებია, თუმცა Skysports-ისა და Bild-ის ცნობით 47 წლის სპეციალისტისა და პსჟ-ს გზები გაიყარა.

ტუხელი ფრანგულ კლუბს 2018 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და ევროპულ ტიტულთანაც ახლოს იყო, თუმცა 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ''ბაიერნთან'' 0:1 დამარცხდა.

პსჟ-ს გარდა ტუხელი ''მაინცსა'' და ''დორტმუნდს'' წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები