ნეიმარი ბარსელონასთან ითამაშებს? - ბრაზილიელი ოპერაციას გადაურჩა
Aa
Aa

ნეიმარი ბარსელონასთან ითამაშებს? - ბრაზილიელი ოპერაციას გადაურჩა

"პარი სენ ჟერმენის" და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა ნეიმარმა ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში "ლიონთან" დაპირისპირების დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელ შემტევს ტკივილისგან ცრემლებიც კი წამოუვიდა.

სპორტულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ს შემტევს ოპერაცია დასჭირდებოდა და მისთვის სეზონი დასრულებული იყო, მაგრამ დღეს ფრანგული გამოცემა Le Parisien იუწყება, რომ ნეიმარს კოჭი აქვს გაბზარული და ოპერაციას არ საჭიროებს.

რეაბილიტაციის პროცესი თუ კარგად ჩაივლის შესაძლოა ბრაზილიელი იანვარში დაბრუნდეს და უკვე თებერვალში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და პსჟ-ს პირველი მატჩი 17 თებერვალს გაიმართება, მეორე კი 11 მარტს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები