Aa
Aa

"ეს სასწაული იქნება" - იბრაჰიმოვიჩს მალდინის შვილიშვილთან ერთად სურს თამაში

"მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მას მალდინის შვილიშვილთან ერთად სურს თამაში. ზლატანი ერთ დროს მალდინის წინააღმდეგ თამაშობდა, დღეს კი მის შვილთან ერთად უწევს ასპარეზობა.

"ვგრძნობ, რომ გუნდში მე სულ სხვა თაობის წარმომადგენელი ვარ. ერთ დროს მე მალდინის წინააღმდეგ ვთამაშობდი და ახლა მის შვილთან, დანიელესთან ერთად მიწევს ასპარეზობა. იმედი მაქვს მის შვილთან ერთადაც შევძლებ თამაშს. ეს სასწაული იქნება.

მე მაქვს დიდი გამოცდილება და მიზნები. პრობლემები არასდროს მქონია. მე არ ვარ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მაგალითად 5 ან 10 წლის წინ ვიყავი. ჩვენ ყველა ვიცვლებით. იცვლება ფიზიკური კონდიციები და ფიზიკური განვითარებაც.

ვაღიარებ, რომ ისე სწრაფად ვეღარ დავრბივარ, როგორც ადრე, მაგრამ ახლა უფრო დახვეწილად დავრბივარ. იტალიის სერია ა თავდამსხმელებისთვის ყველაზე რთული ლიგაა. აქ ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ტექნიკური მცველები თამაშობენ.

ტრავმის შემდეგ ჩემ თავს ვუთხარი, რომ ფეხბურთს იქამდე ვითამაშებდი, სადამდეც ამის საშუალებას ორგანიზმი მომცემდა. ახლა ბედნიერი ვარ, რადგან კარგი შედეგები მაქვს. ზოგადად, თუ ასეთ დონეზე ითამაშებ, ნიშნავს, რომ სულ სხვა სიმაღლეზე ხარ.

თუ დონეს ვერ შეინარჩუნებ აუცილებლად მოვა სხვა, ვინც ჩაგანაცვლებს. "მილანში" ყოფნა მიხარია, რადგან აქ ჩემი დამსახურებების გამო არ ვარ. აქ ვარ იმიტომ, რომ მაღალ დონეზე შემიძლია თამაში და ამას ყოველდღიურად ვამტკიცებ." - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა

შეგახსენებთ, რომ ზლატანი "როსონერიში" 2019 წლის ზამთარში დაბრუნდა. ნახევარ სეზონში შვედმა 20 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი იბრამ ყველაზე ტურნირზე ერთად 10 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოასწრო და იტალიის სერია ა-ს ბომბარდირთა დავას 10 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები