Crystalbet ეროვნული ლიგა - ჩემპიონების პირველი კომენტარები და ისტორიული ამბავი
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - ჩემპიონების პირველი კომენტარები და ისტორიული ამბავი "მიხეილ მესხზე"

საქართველოს “Crystalbet ეროვნული ლიგის” საჩემპიონო მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართა - „დინამომ“ „მერანს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით, თბილისის დინამომ საჩემპიონო ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. გასულ წელს, 2019 წლის სეზონში გამარჯვებით, ჩისკო მუნიოსის გუნდმა, ტიტული 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. ჯამში, თბილისელებს 31-ე სეზონში გამარჯვებით 18 საჩემპიონო ტიტული დაუგროვდათ.

ჩისკო მუნიოსი - „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი

გიორგი პაპავა - „დინამოს“ კაპიტანი

გიორგი გაბედავა - „დინამოს“ ფეხბურთელი

პირველად საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, “Crystalbet ეროვნული ლიგის” მატჩს - ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება.

საბურთალოსა და სამტრედიას შორის მიმდინარე, 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩის მთავარი არბიტრი - ხათუნა მაისურაძე იქნება, მას ასისტენტობას ქეთევან გაიპარაშვილი და სოფო რიჟამაძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას ვიკა სახურია შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ სოფო რიჟმაძე და ვიკა სახურია, სამსაჯო საქმიანობას 2016 წელს, სფფ-ის მიერ დაწყებული პროექტის - 'მსაჯთა აკადემიის' მეშვეობით დაუკავშირდნენ, სადაც სრული სასწავლო კურსი გაიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები