თბილისის დინამო
Aa
Aa

თბილისის დინამო "Crystalbet ეროვნული ლიგის" ჩემპიონია!

საქართველოს “Crystalbet ეროვნული ლიგის” საჩემპიონო მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართა - „დინამომ“ „მერანს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, რის შემდეგაც ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილი გუნდი ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეთვრამეტედ გახდა.

გოლების ავტორები ნოდარ ქავთარაძე და გიორგი გაბედავა (2) გახდნენ. „დინამომ“ ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა და შესვენებაზე ორბურთიანი ფორით გავიდა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ თბილისელთა მეკარე როინ კვასხვაძე ქვეყნის ჩემპიონი უკვე 3 სხვადასხვა გუნდში გახდა. „დინამომდე“ ეს კვასხვაძემ „ზესტაფონისა“ და „ტორპედოს“ რიგებში გააკეთა.

რომან ფიფიასა და თბილისის „დინამოს“ ქართველი გულშემატკივრების თვალში იმ სირცხვილის ჩამორეცხვა მოუწევთ, რომელიც გასულ ევროსეზონზე ფარერების „კლაკსვიკთან“ 1:6 განადგურების შემდეგ ვიხილეთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩისკოს გუნდი ზაფხულში საკვალიფიკაციო ეტაპზე ღირსეულად წარსდგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები