დაჩოქილი მესი - რონალდუს დამ პროვოკაციული ფოტო გაავრცელა
Aa
Aa

დაჩოქილი მესი - რონალდუს დამ პროვოკაციული ფოტო გაავრცელა

ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ტურში ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად "ბარსელონა" 3:0 დაამარცხა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

კრიშტიანუ რონალდუს დამ ელმა რონალდუმ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ლიონელ მესი დაჩოქილ მდგომარეობაშია, ხოლო მის წინ კრიშტიანუ გოლს აღნიშნავს. ელმამ სურათს წარწერაც გაუკეთა: "ჩემი მეფე, საუკეთესო, ჩემი ცხოვრების სიამაყე".

View this post on Instagram

A post shared by Elma Aveiro (@elma_oficial)

თავად მესის ამ სურათზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოა, რომ ელმას დადებული ფოტო არგენტინელს გააღიზიანებდა.

შეგახსენებთ, რომ ტურინელებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში შედარებით სუსტი მეტოქეები ელოდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები