გმირი თათია გაბუნია - ლანჩხუთის მეკარემ 21 ბურთი მოიგერია
Aa
Aa

გმირი თათია გაბუნია - ლანჩხუთის მეკარემ 21 ბურთი მოიგერია

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი „ლანჩხუთსა“ და შვედურ „როზენგარდს“ შორის თბილისში შედგა და სამწუხაროდ სტუმრების გამარჯვებით 7:0 დასრულდა.

"როზენგარდმა" ლანჩხუთელებს კარში ზუსტად 28-ჯერ დაურტყა. მიუხედავად 7 გაშვებული გოლისა, გურულთა მეკარემ თათია გაბუნიამ 21 დარტყმა მოიგერია. 20 წლის მეკარემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გუნდებს შორის სხვაობა ორციფრიანი არ დაფიქსირდა.

რამდენიმე "სეივი" კი "მკვდარი ბურთების" კატეგორიას მიეკუთვნებოდა. აღსანიშნავია, რომ გაბუნიამ "კლუჟთანაც" კარგად იასპარეზა და რუმინული კლუბის წინააღმდეგ 7-ჯერ გადაარჩინა გუნდი.

"ლანჩხუთს" და მთლიანად საქართველოს თათია გაბუნიას სახით შესანიშნავი მეკარე ეზრდება. შეგახსენებთ, რომ "ლანჩხუთისა" და "როზენგარდის" განმეორებითი მატჩი 16 დეკემბერს. თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები