არგენტინელმა სამართალდამცველებმა მარადონას ფსიქიატრის სახლი და ოფისი გაჩხრიკეს
Aa
Aa

არგენტინელმა სამართალდამცველებმა მარადონას ფსიქიატრის სახლი და ოფისი გაჩხრიკეს

არგენტინელმა სამართალდამცველებმა დიეგო მარადონას ფსიქიატრის, აგუსტინა კოსაჩოვის სახლი და ოფისი გაჩხრიკეს. კოსაჩოვის ადვოკატის, ვადიმ მიჩანჩუკის თქმით, პოლიცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს იძიებს.

„ეს პაციენტის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული გამოძიების ჩვეულებრივი ნაწილი გახლავთ. სამართალდამცველები ტელეფონებსა და კომპიუტერებში სამედიცინო ისტორიას ეძებდნენ“, - განაცხადა მიჩანჩუკმა.

ცნობისთვის, კოსაჩოვი იმ სამედიცინო გუნდის წევრი გახლდათ, რომელიც მარადონას სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მკურნალობდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები