ერიქსენი არსენალში? - მეთოფეებმა ინტერს მიმართეს
Aa
Aa

ერიქსენი არსენალში? - მეთოფეებმა ინტერს მიმართეს

"ტოტენჰემის" ყოფილ ფეხბურთელს და ამჟამად "ინტერის" ნახევარმცველს კრისტიან ერიქსენს "ნერაძურიში" სახარბიელო პერიოდი არ უდგას. დანიელს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა და კონტე მას არ ენდობა.

სპორტული გამოცემა ESPN გვამცნობს, რომ ლონდონის "არსენალმა" "ინტერს" კრისტიანის ტრანსფერის თაობაზე მიმართა და 16.9 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა. ერიქსენს კლუბთძან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. 

ტრანსფერის რეალურობას ისიც ხდის, რომ რამდენიმე დღის წინ "ნერაძურის" სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ღიად განაცხადა, რომ ერიქსენის გუნდში დატოვება არ სურს და ნებისმიერ შეთავაზებას განიხილავს. მაროტამ ისიც თქვა, რომ თუ კი დანიელს რაიმე სათამაშო წუთები ეძლევა, ეს მხოლოდ პატივისცემის გამო.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში თავად ფეხბურთელმაც ისაუბრა მის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე: "ეს არ არის ის, რაზეც ვოცნებობდი. უცნაური სიტუაციაა, გულშემატკივრებს სურთ, რომ მე ბევრად მეტი ვითამაშო, მაგრამ მწვრთნელს სხვა პოზიცია აქვს და ვალდებული ვარ ამას პატივი ვცე."

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი „ინტერს“ 2020 წლის იანვარში შეუერთდა. დღემდე დანიელმა ნახევარმცველმა "ინტერის" მაისური 33-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები