პრობლემები ნაპოლიში - ფეხბურთელებს ხელფასი აგვისტოს შემდეგ არ აუღიათ
Aa
Aa

პრობლემები ნაპოლიში - ფეხბურთელებს ხელფასი აგვისტოს შემდეგ არ აუღიათ

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. იტალიურ "ნაპოლიში" ფეხბურთელებს რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ.

უკანასკნელ მატჩში გატუზო საკუთარ ფეხბურთელებზე გაბრაზდა, რადგან ისინი შინ "მილანთან" 1:3 დამარცხდნენ. ასეთი რამ კი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ბუნებრივია, რომ მოთამაშეებს უხელფასობის პერიოდში მოტივაცია აღარ აქვთ.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ კლუბის ხელმძღვანელი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელებს პირველ დეკემბრამდე 1 თვის დავალიანების გადახდას დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო იტალიაში ფინანსური კრიზისი გამეფდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გაბრიელე გრავინამ მთავრობას კლუბების ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა. 

ამჟამად "ნაპოლი" იტალიის სერია ა-ში 8 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები