Aa
Aa

123-წლიან ისტორიაში პირველად! - უნიკალური შემთხვევა იუვეს ისტორიაში

„იუვენტუსისთვის“ „ფერენცვაროშთან“ გამართული მატჩი კლუბის 123-წლიან ისტორიაში ერთი უნიკალური ფაქტით იყო გამორჩეული.

როგორც წესი, ტურინული გრანდის დაცვის ძირითად ბირთვს იტალიელი ფეხბურთელები შეადგენენ, ათწლეულების განმავლობაში ასე იყო მეკარის შემთხვევაშიც.

გუშინდელი შეხვედრისას „იუვეს“ არც მეკარე და არც ერთი მცველი იტალიას არ წარმოადგენდა და პირველად მოხდა, როცა გუნდი ამ ორ რგოლში მხოლოდ ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული.

კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ „ვეკია სინიორას“ დაარსებიდან 123 წელია გასული, ასეთი ფაქტი კი ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

„ბიანკონერის“ კარში ვოიცეხ შესნი იდგა, დაცვას კი კუადრადო, დანილო, დე ლიხტი და ალექს სანდრო ამაგრებდნენ. ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი გუნდს ტრავმების გამო აკლდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები