Aa Aa
24 ნოემბერი 2020  |  09:16

მინიმუმ 2-კვირიანი უქმობა - ვინ შეცვლის ზლატანს?

იტალიური პრესის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს „ნაპოლისთან“ მიღებული ტრავმის გამო მოედანზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ვიხილავთ.

შვედმა თავდამსხმელმა მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც მინიმუმ 2 კვირა ვერ ითამაშებს, 10 დღეში კი ტესტი ჩაუტარდება და უფრო დაწვრილებითი ცნობები ამის შემდეგ გვექნება.

არსებული ვითარებით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ „იბრა“ „ლილთან“ და „სელტიკთან“ ევროპა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩებსა და სერია A-ში „ფიორენტინასთან“ შეხვედრას გამოტოვებს.

ზლატანმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 10 გოლი შეაგდო. იგი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი კი სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში