საოცარი მატჩი MLS-ში: უდრამატულესი პენალტების სერია და იშვიათი შემთხვევა
Aa
Aa

საოცარი მატჩი MLS-ში: უდრამატულესი პენალტების სერია და იშვიათი შემთხვევა

MLS-ის 2020 წლის სეზონის ფლეი-ოფის მერვედფინალში ''ორლანდოსა'' და ''ნიუ იორკ სიტის'' დაპირისპირება ძალიან საინტერესო გამოვიდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა.

მეხუთე პენალტი ''ნიუ იორკ სიტის'' ფეხბურთელმა კასტელანოსმა ვერ გამოიყენა, თუმცა VAR-მა დარტყმა არ დააფიქსირა, რადგან ''ორლანდოს'' მეკარემ მოძრაობა ადრე დაიწყო, დარტყმისას კარის ხაზზე არ იმყოფებოდა. კასტელანოსს პენალტი თავიდან უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვიდრე დაარტყამდა, ''ორლანდოს'' მეკარემ აღნიშნული დარღვევისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

წესების მიხედვით ''ორლანდოს'' შეცვლის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ კარში 23 წლის არგენტინელი მცველი როდრიგო შლეგელი (მინდვრის მოთამაშე) ჩადგა, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი აიღო და გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

''ორლანდოს'' მეტოქე მეოთხედფინალში ''ფილადელფიასა'' და ''ნიუ ინგლენდ რევოლუშენს'' შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები