Aa Aa
21 ნოემბერი 2020  |  16:26

ქართველი მსაჯი ევროპის ლიგაზე - გიორგი ყრუაშვილი ტოტენჰემის მატჩს განსჯის

უეფა-მ ქართველ არბიტრს გიორგი ყრუაშვილს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. ევროპის ლიგაზე გიორგი "ტოტენჰემისა" და რაზგრადის "ლუდოგორეცის" მატჩს განსჯის. ეს ინფორმაცია უეფა-ს კატეგორიის ყოფილმა მსაჯმა ლაშა სილაგავამ გადაცემა "ბურთი და მოედანში" განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ყრუაშვილისთვის ევროპის ლიგაზე ეს რიგით მეორე მატჩი იქნება. პირველად ქართველმა "ზორიასა" და "ბრაგას" შეხვედრაში იმსაჯა. გიორგის სანაკრებო დონეზეც აქვს გამოცდილება. "ერთა ლიგის" C დივიზიონის მატჩს ყაზახეთს და ბელარუსს შორის, სწორედ ქართველი არბიტრი გაუძღვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის J ჯგუფს "ტოტენჰემი" და "ანტვერპენი" ლიდერობენ 6-6 ქულით. ჟოზე მოურინიოს შეგირდები მეორე ტურში მოულოდნელად მინიმალური სხვაობით 1:0 სწორედ "ანტვერპენთან" დამარცხდნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში