Aa
Aa

"დიდი მადლობა და ბოდიში" - ნავალოვსკიმ გულშემატკივრებს მიმართა

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გულშემატკივრებს მიმართა და ბოლომდე გვერდში დგომისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

"მოგესალმებით ყველას. დასრულდა სანაკრებო შეხვედრები. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თითოეული თქვენგანის, ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობელი ადამიანების ოცნებების ასრულება, რის გამოც დიდ ბოდიშს გიხდით.

ასე ახლოს მიზანთან არასდროს ვყოფილვართ, თუმცა არ გამოვიდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ჩვენი ჯეროდათ და ამ პერიოდში მიუხედავად ბევრი აკრძალვისა და შეზღუდვისა, მაინც ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ და უდიდესი მხარდაჭერა გვაჩვენეს." - განაცხადა ნავალოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ევრო 2020-ზე" გასასვლელი საფინალო შეხვედრა ჩრდ.მაკედონიასთან 0:1 წააგო. რაც შეეხება "ერთა ლიგის" ჯგუფს, აქ "ჯვაროსნები" 7 ქულით მე-3 ადგილზე გავიდნენ. პირველი ადგილი კი სომხეთმა 11 ქულით დაიკავა და B ლიგაში გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები