Aa
Aa

მე-9 ინფიცირებული ინტერში - Covid-19 კოლაროვსაც დაუდასტურდა

მილანის "ინტერის" სერბი მცველი, ალექსანდრ კოლაროვი სანაკრებო შეკრებიდან კორონავირუსით დაინფიცირებული დაბრუნდა.

კოლაროვი სერბეთის ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა მისთვის ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ Covid-19 ჰქონდა, რის გამოც თვითიზოლაციაში გადაინაცვლა. ვეტერან ფეხბურთელს სიმპტომები არ აღენიშნება.

"ინტერში" კორონავირუსის ეპიდემია გრძელდება. კოლაროვი გუნდის მე-9 ფეხბურთელია, რომელიც Covid-19-ით დაინფიცირდა. ამჟამად ვირუსი მეკარე დანიელე პადელისა და ნახევარმცველ მარსელო ბროზოვიჩსაც აქვთ.

ასე რომ, "ნერაძური" უქმეებზე გასამართ "ტორინოსთან" მატჩისთვის შესამჩნევი საკადრო პრობლემების ფონზე ემზადება. თამაში 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ "ინტერის" მოთამაშეთაგან კორონავირუსი მილან შკრინიარმა, რობერტო გალიარდინიმ, ეშლი იანგმა, რაჯა ნაინგოლანმა, ალესანდრო ბასტონიმ და აშრაფ ჰაკიმიმ უკვე მოიხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები