Aa
Aa

20-მილიონიანი კონტრაქტი - პსჟ-მ რამოსის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

მადრიდული Marca-სა და AS-ის, ასევე სხვა ესპანური გამოცემების ცნობით, პსჟ-ს სერხიო რამოსის გადასაბირებლად მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

„რეალის“ კაპიტანს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, პარიზელები კი მას კონკრეტულს წინადადებას სთავაზობენ.

AS-ის მტკიცებით, პსჟ-მ რამოსს 3-წლიანი კონტრაქტი გაუმზადა და მოსაფიქრებლად დროც მისცა. ხელშეკრულების მიხედვით, ესპანელი მცველი წლიურ ხელფასად 20 მილიონ ევროს მიიღებს.

თუკი 34 წლის ვარსკვლავი თანხმობას განაცხადებს, ფრანგები მზად არიან, ტრანსფერზე იანვარშივე იმუშაონ, სხვა შემთხვევაში კი ზაფხულს წყნარად დაელოდებიან.

როგორც ვიცით, რამოსი „სამეფო კლუბის“ მიერ შეთავაზებული პირობებით მოხიბლული არაა. მადრიდელები თავიანთ კაპიტანს ხელშეკრულების 1 წლის ვადით გაგრძელებაზე ელაპარაკებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები