როგორ ან რატომ? - გოლფის სტადიონზე უზარმაზარი ალიგატორი დასეირნობს
Aa
Aa

როგორ ან რატომ? - გოლფის სტადიონზე უზარმაზარი ალიგატორი დასეირნობს

სოციალურ მედიაში შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა. ფლორიდის ერთ-ერთ ქალაქ ნაპლესთან მდებარე გოლფის კლუბის მოედანზე უზარმაზარი ალიგატორი თავისუფლად დასეირნობს.

ალიგატორი მოთამაშეებმა შენიშნეს და უმალ ვიდეო გადაუღეს. აღსანიშნავია, რომ იქვე დიდი მდინარე მიედინება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ალიგატორი სწორედ ამ მდინარიდან ამოვიდა.

უცნაურია, რომ მოთამაშეებამდე ქვეწარმავალი ვერავინ ვერ შეამჩნია. ვიდეოში ჩანს, რომ ალიგატორი მშვიდად და წყნარად მისეირნობს მდინარისკენ. ასეთ რამეს ყოველდღე ნამდვილად ვერ ვნახავთ.

ცხელი ამბები