''ხალხის დასწრება არ შეიძლებაო, კარგით რა!'' - კუტალიამ მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა
Aa
Aa

''ხალხის დასწრება არ შეიძლებაო, კარგით რა!'' - კუტალიამ მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კანდიდატი და ამჟამად ებრაული თელ-ავივის ''აპოელის'' ფორვარდი ლევან კუტალია საქართველო-მაკედონიის შეხვედრას გამოეხმაურა. 

ლევან კუტალია: ''არ მჩვევია პოსტების დაწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე... დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს, მსოფლიოში ნომერ პირველი სპორტი მეასეხარისხოვანი გახადეს, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთის ლანძღვის გარდა ვერაფერს ვხედავ. ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული თამაშის წინ რომ მაყურებელს გარკვეული რაოდენობით არ დაუშვებ და პოლიტიკურ აქციებზე შეიძლება ხალხის დასწრება, თურმე არ შეიძლებაო, კარგით რა! დღეს ფეხბურთი საქართველოში არ აინტერესებთ და გვაქვს ის შედეგი, რაც სახეზე გვაქვს.''

კუტალიას კომენტარიდან ნათელია, რომ მისთვის გაუგებარია ქვეყნის მთავრობამ გულშემატკივარს სტადიონზე დასწრების უფლება რატომ არ მისცა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მასპინძელ მხარეს რეგულაციების დაცვით ქომაგთა გარკვეული რაოდენობის დასწრების ნება დართო,  თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობას უნდა მიეღო. კორონავირუსით ინფიცირებულთა სწრაფი ზრდის გამო მთავრობამ სტადიონზე ქომაგები არ დაუშვა.

შეგახსენებთ, ლევან კუტალია 2019 წლის საქართველოს ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კარიერა ყაზახურ ''ირტიშში'' გააგრძელა, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო სეზონი ნაადრევად შეწყვიტა, რის შემდეგაც 31 წლის ქართველმა ფორვარდმა კარიერა ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა ნაკრების კანდიდატად განიხილებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები