Aa Aa
4 ნოემბერი 2020  |  14:46

„სიმართლე გაირკვა, მასთან ჩხუბზე უარი არ მითქვამს“ - ჯოშუა უაილდერს აკრიტიკებს

ბრიტანელმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ დეონტეი უაილდერის შესახებ ისაუბრა და ამერიკელი კოლეგა გააკრიტიკა. ახლახან უაილდერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ტაისონ ფიურის მიმართა და განაცხადა, რომ „ეიჯეისთან“ ბრძოლის სანაცვლოდ გაცილებით მეტს სთავაზობდნენ, მაგრამ მან მაინც „ბოშათა მეფესთან“ ჯახი აირჩია.

ჯოშუა სწორედ ამ პოსტსს გამოეხმაურა და აღნიშნა: „დროის გასვლასთან ერთად, სიმართლე სააშკარაოზე გამოვიდა. მან თავად აღიარა, რომ ჩვენ მომგებიანი წინადადებით მივმართეთ, მაგრამ მას ფიურისთან ჩხუბი სურდა.

დეონტეის თუ ეს უნდოდა, პრობლემა არაა, მაგრამ მან ჩემი სახელი ლაფში ამოსვარა. მაშინ, როცა უაილდერს ცუდ ადამიანად გამოვყავდი, რომელსაც კონკრეტულ მოკრივეებთან ჩხუბი არ უნდოდა, მე ჩემს მუშტებს ვენდე. ახლა კი მან ყველაფერი აღიარა და თავად განაცხადა, რომ მასთან ბრძოლაზე უარი არ მითქვამს. ჩვენ მას ბრწყინვალე შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ ტაისონ ფიურისთან დაპირისპირება სურდა. ხალხმა სიმართლე დაინახა და მთავარი ესაა“.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა საჩემპიონო ქამრებს 12 დეკემბერს დაიცავს და რინგზე ბულგარელი მოკრივის, კუბრატ პულევის წინააღმდეგ გავა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში