Aa
Aa

"ხშირად ხდება, როცა კარგად თამაშობ და მაინც აგებ" - სულშერის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის. "მეთოფეებმა" 0:1 გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი ობამეიანგმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. მატჩის შემდეგ "ეშმაკების" თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა.

"პირველ ტაიმში ვერაფრით მოვახერხეთ თამაშში ინტენსიურად ჩართვა. არ იყო ტემპი, სისწრაფე გვაკლდა და მეტოქე ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა. მეორე ნახევარში ყველაფერი გამოვასწორეთ, მომენტებიც გვქონდა და "არსენალი" არ გავდა იმ გუნდს, რომელიც გოლს გაგვიტანდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

შემადგენლობის არჩევა დამოკიდებულია მეტოქეზე. დღეს ჩვენ დაუდევრები ვიყავით. ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდ მოხდეს და დღეს სწორედ ასეთი დღე იყო.

მიზეზები ბევრია და ერთ კონკრეტულს ვერ დავასახელებ. ხშირად ხდება, როცა კარგად თამაშობ და მაინც აგებ. "არსენალი" დიდი გუნდია და მათ თითქმის ყველაფერი კარგად გააკეთეს.

ვიმეორებ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ძალიან კარგები ვიყავით პსჟ-სთან და "ლაიპციგთან." ნორმალურები ვიყავით "ჩელსისთან", მაგრამ დღეს ყველაფერი პირიქით მოხდა." - განაცხადა სულშერმა

შეგახსენებთ, რომ ეს მარცხი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებისთვის ისტორიული და ამავდროულად ანტი-რეკორდული აღმოჩნდა. სულშერის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში, პირველი 4 საშინაო შეხვედრა ვერ მოიგეს. ასეთი შედეგი კი კლუბმა ბოლოს 1972/1973 წლების სეზონში დააფიქსირა. იმ წელს კი "იუნაიტედმა" ჩემპიონატი მე-18 პოზიციაზე დაასრულა.

ამ მომენტისთვის სულშერის გუნდი 7 ქულით მე-15 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს "მანჩესტერი" 7 ნოემბერს, სტუმრად "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები