Aa
Aa

„ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი პროექტი იქნება" - ჩეფერინი სუპერ ლიგის შექმნას ეწინააღმდეგება

უეფა-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი ბოლო პერიოდში გააქტუალურებული სუპერ ლიგის შესახებ უარყოფითადაა განწყობილი. მან ამის შესახებ გამოცემა SportLab-თან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ევროპის წამყვან ლიგებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ძალიან კარგია, რომ დიალოგის რეჟიმს ვინარჩუნებთ და ერთმანეთის აზრს სოლიდარულად ვუდგებით. რამდენიმე დიდი გუნდის სურვილი და იტალიური პრესის ინფორმაცია კი არ ნიშნავს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

ჩემი აზრით, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი პროექტი იქნება. ამის შესახებ საუბრობს ორი თუ სამი ისეთი კლუბი, რომელიც თვლის, რომ სხვებზე მეტს იმსახურებს. შემიძლია გითხრათ, რომ საკითხზე სერიოზული დისკუსია ჯერჯერობით არ ყოფილა. პირადად ჩემი პოზიცია კი ასეთია: სუპერ ლიგის იდეას მკაცრად ვეწინააღმდეგები“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვან კლუბებს შორის სუპერ ლიგის შექმნის იდეა ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, მათ შორის ლუიშ ფიგუმ და ანდრეი შევჩენკომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები