Aa
Aa

"დღეს ჩვენ საცოდავები ვიყავით" - მოურინიოს მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა ევროპის ლიგის მეორე ტურის შეხვედრა "ანტვერპენსა" და "ტოტენჰემს" შორის. მოულოდნელად მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.

"წაგება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. მეტოქე კი აუცილებლად უნდა შევაქოთ. მირჩევნია მეტოქე შევაქო, რადგან მათ დიდებულად ითამაშეს. ჩვენ კი საშინლად გამოვიყურებოდით და არაფერი გამოგვივიდა.

"ანტვერპენმა" საკუთარი ძალის მაქსიმუმი გამოიყენა, ჩვენ კი საცოდავები ვიყავით. თამაშის ხარისხი საშინელი, შედეგი საშინელი. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია.

დამნაშავე მე ვარ, რადგან შემადგენლობას მე ვარჩევ. ეს ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობაა. დღევანდელმა მატჩმა რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი, რისი მიხედვითაც მომავალში უკეთეს გადაწყვეტილებებს მივიღებ." - განაცხადა მოურინიომ

ევროპის ლიგის შემდეგ ტურში "დეზები" 5 ნოემბერს სტუმრად "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდებიან. ამ მომენტისათვის ინგლისელებს სამი ქულა აქვთ და ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. პირველზე კი ორი გამარჯვებით და შესაბამისად 6 ქულით "ანტვერპენია."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები